09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო. ვაშინგტონმა შავ სიაში 11 ფიზიკური პირი და 15 იურიდიული კომპანია დაამატა, რომელთა შორის ნავთობ კომპანიები და სამხედრო კონცერნები მოხვდა.

სავიზო შეზღუდვები შეეხო როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მოქალაქეებსაც. მათ შორის ექს პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟს, ალექსანდრ იანუკოვიჩს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, სანქციები მხოლოდ მაშინ გაუქმდება, თუ რუსეთი უკრაინის კრიზისზე მინსკის შეთანხმების პირობებს ბოლომდე შეასრულებს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები