09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
იერუსალიმში ლგბტ პირთა აღლუმის დროს თავდასხმელმა 6 ადამიანი დაჭრა

იერუსალიმში ლგბტ პირთა აღლუმის დროს თავდასხმა მოხდა. ულტრანაციონალისტმა მსვლელობისას დანით  6 მონაწილე დაჭრა. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ეჭვმიტანილი იგივე პიროვნება აღმოჩნდა, რომელმაც 10 წლის წინ ანალოგიური აღლუმის მონაწილეებს დაესხა თავს და სამი მათგანი დანით დაჭრა. ამ დანაშაულისთვის მან 10 წელი ციხეში გაატარა და საპატიმრო 3 კვირის წინ დატოვა.

ისრაელის პრემიერმინისტრი მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს ბოლო უნდა მოეღოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები