უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის 43-ე პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
"თქვენი გამბედაობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წარმატებისთვის. თუ თქვენ მომავალშიც გააგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აკეთებთ, თქვენ მუდამ გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა... თუ განაგრძობთ ბრძოლას, როგორც ახლა... თქვენი ქვეყანა დაიპყრეს იმ ძალებმა, რომელთაც სურთ უდანაშაულო ადამიანების დახოცვა. ის ფაქტი, რომ თქვენ მტკიცედ დგახართ, შთააგონებს ამერიკელებს," - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია.