09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
შმიტების ოჯახმა აშშ-ში განძი აღმოაჩინა

ამერიკელი განძთა მაძიებლების კიდევ ერთი წარმატება. შმიტების ოჯახმა უკვე მესამედ ბოლო წლებში განძი აღმოაჩინა. მათ ფლორიდის სანაპიროებთან 300 წლის წინ შტორმის დროს ჩაძირული გემი და დიდი რაოდენიბით ოქროს მონეტები და ძვირფასეულობა იპოვეს.

სავარაუდოდ საუბარია ძღვენზე, რომელიც ესპანეთის მეფისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ნაპოვნ მონეტებს შორის იყო რამდენიმე რეალი, რომლებზეც მეფე ფილიპე მეხუთეა გამოსახული. დოკუმენტების მიხედვით, გემზე 400 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა იყო მოთავსებული.

შმიტებმა კი მხოლოდ მისი ნაწილი აღმოაჩინეს. მათი ნაპოვნი ნივთები უკვე შეფასდა მილიონ დოლარად. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, განძის ნაწილი მუზეუმს გადაეცემა, ნაწილს კი შმიტების ოჯახი და გემის უფლებების მფლობელი კომპანია გაინაწილებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები