ასპინძის მუნიციპალიტეტში, ორ პირს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. 36 წლის მამაკაცი, ცივი იარაღით ყელის არეში მიყენებული ჭრილობით, ადგილზევე გარდაიცვალა.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცი მათთან უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.
უცნობია ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი . გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.