09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
სკარლეტ იოჰანსონის ცვილის ფიგურა ნიუ-იორკის მადამ ტიუსოს მუზეუმში

ნიუ-იორკის მადამ ტიუსოს მუზეუმს სკარლეტ იოჰანსონის ცვილის ფიგურა შეემატა. ხელოვანებმა ჰოლივუდის ვარსკვლავი გრძელ შავ კაბაში გამოსახეს. მათ ნიმუშად სკარლეტ იოჰანსონის ერთერთი ფოტო აიღეს, სადაც მსახიობი წითელ ხალიჩაზე პოზირებდა.

საგამოფენო დარბაზში გამოფენამდე ცვილის ფიგურა მუზეუმმა ტაიმსკვერზე დადგა და ყველა გამვლელს მისი ნახვის საშუალება მისცა. სკარლეტ იოჰანსონის ფიგურა ტაიმსკვერზე დღის ბოლომდე იქნება გამოფენილი, რის შემდეგაც მას უკვე შენობაში მოათავსებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები