აშკარაა, რომ გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურეობა ეწევა იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს და რომ ყოფილი პრეზიდენტის მორიგი მოთხოვნები და მის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, სააკაშვილის გეგმის ნაწილია.
როგორც გია ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილის თემა სპეკულაციებისთვის გამოიყენება, საბოლოო მიზანი კი დესტაბილიზაციაა.
"აშკარაა, რომ გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი. სააკაშვილთან შექმნილი ვითარება არის წმინდა პოლიტიკური თემა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოიყენება სპეკულაციებისთვის, იმასთან დაკავშირებით რომ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ეს ფაქტია და ამ ფაქტის იქით არსებობს გარკვეული დეტალები, რომლებიც ეხება დესტაბილიზაციის სტრატეგიას." - განაცხადა ვოლსკიმ.