06 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
ისრაელში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ტერაქტი მოხდა

ისრაელში, სავარაუდო ტერორისტული თავდასხმის შედეგად,  3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ელადში ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.

მედიის ინფორმაციით, პარკში გამვლელებს ორი პირი დაესხა თავს - მათგან ერთმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, მეორემ კი ცივი იარაღი გამოიყენა. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. პოლიცია ამჟამად თავდამსხმელებს ეძებს.

დღის ამბები