04 მაისი 2024,   15:05
ვრცლად
გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდის - საუბარია შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "პანცერჰაუბიც 2 000-ზე"

გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდის - საუბარია შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "პანცერჰაუბიც 2 000-ზე". გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემაზე, რომლის სიძლიერე სიზუსტესა და შორ მანძილზე ბრძოლის უნარში მდგომარეობს. საარტილერიო დანადგარს სროლა 40 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარტილერიო სისტემები ტექნიკურ შემოწმებას გადის და მათი მიწოდება უკრაინისთვის ივნისის ბოლომდე მოხდება.

"უკრაინა გერმანიისგან 7, ჰოლანდიისგან კი 12 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიიღებს. მომავალი კვირიდან უკრაინელ ჯარისკაცებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რათა მათ უფრო ეფექტიანად შეძლონ ახალი შეიარაღების გამოყენება. გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინაციით განვაგრძოთ ამ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა," - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი.

დღის ამბები