06 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
"აზოვის" პოლკი 3 "აზოველის" დაღუპვის შესახებ იტყობინება

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა  უკრაინულ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ 6 მაისს განხორციელებული თავდასხმისას, რა დროსაც რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მოძრავ ავტომობილს ესროლეს, სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

ასევე "აზოვის" პოლკი მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს რომ რუსულ მედიაში გავრცელებული განცხადებები "აზოვსტალის" დამცველების ტყვეობაში ნებაყოფლობით ჩაბარების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა თეთრი დროშით დატოვეს "აზოვსტალი" და ჩაბარდნენ. აზოვის პოლკის განცხადებით, თეთრი დროშები ამ პროცესში არა ჩაბარების, არამედ ევაკუაციის გეგმის განხორციელებისას გამოიყენება:

"ორივე ჯგუფი იყენებს თეთრ დროშებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის განსახორციელებლად. ამჯერად ორივე ჯგუფმა გამოიყენა ასეთი დროშები "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროცედურა უკვე მეოთხედ ტარდება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები