06 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
ჩვენ არ მივცემთ რუსებს ნებას დაიპყრონ უკრაინა, როდესაც ამ მისიას დავასრულებთ, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ასეთივე ძლიერი გზავნილები გვექნება - ედ მარქი

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, დასავლეთის დედაქალაქებში რუსეთის აგრესიის გაგრძელებას, რეგიონის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, დასაშვებად მიიჩნევენ.

ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთხელ დაადასტურეს, რომ ვაშინგტონი პარტნიორების გვერდით იდგება და უკრაინის თანადგომა ამის მაგალითია. ამ თანადგომას გაუსვა ხაზი "კურიერთან" ინტერვიუში კონგრესის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, სენატორმა ედ მარქიმ.

"გზავნილი, რომელსაც შეერთებული შტატებიდან ვუშვებთ, ძლიერია. ჩვენ არ მივცემთ ნებას რუსებს, უკრაინა დაიპყრონ. როდესაც ამ მისიას დავასრულებთ და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ, ასეთივე ძლიერი გზავნილები გვექნება მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. ახლა შვედეთი და ფინეთი აკეთებენ განაცხადს და ველოდებით, რომ დავუდასტურებთ მიწვევას ნატოში და ეს წელს უნდა მოხდეს. ვლადიმირ პუტინი ამას ვერ წარმოიდგენდა. იმის ნაცვლად, რომ მოეშორებინა, ნატოს მის საზღვრებთან ახლოს იღებს,"- აცხადებს ედ მარქი.

დღის ამბები