06 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიულ განვითარებაზე, ნატოსთან თავსებადობაზე, უნდა იყოს სწორ ადგილას, როცა ალიანსი გაფართოებას გადაწყვეტს

მადრიდის ივნისის სამიტზე, გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას არ ელოდება ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი, თუმცა განმარტავს, რომ როდესაც გაწევრიანების პერსპექტივა გაჩნდება, რაც უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ არის სავარაუდო, თბილისი, კიევის მსგავსად ყველანაირად მზად უნდა იყოს ალიანსთან შესაერთებლად,  ამისთვის კი მან რეფორმები უნდა გააგრძელოს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ დატოვოს.

"ომი უკრაინაში ისევ იქნება და ნატოს წევრები არ იქნებიან მოწადინებულები, შუა ომის დროს ნაბიჯები გადადგან. უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პროგრესი ომის დამთავრების შემდეგ იქნება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც მზად უნდა იყოს, იმ დროისთვის, უკრაინის მსგავს პოზიციაზე იდგეს. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ნატოსთან თავსებადობაზე. განაგრძოს გლობალურ უსაფრთხოებაში კონტრიბუცია. საქართველომ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, რათა მზად იყოს, თუკი ალიანსი უკრაინას მიიწვევს. საქართველოს ინტერესებშია, რომ შემდეგი არჩევნები იყოს კარგად მომზადებული, თავისუფალი და სამართლიანი, პარლამენტი ფუნქციური, სასამართლო რეფორმირებული და ნდობა საქართველოს დემოკრატიის მიმართ. საქართველო უნდა იყოს სწორ ადგილას, როდესაც ალიანსი ხელახალ გაფართოებას გადაწყვეტს,"- აცხადებს კურტ ვოლკერი.

დღის ამბები