06 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
ოკუპანტების მორიგი სისასტიკე - რა ხდება სოფელ ანდრეევკაში, სადაც "კურიერის" გადამღები ჯგუფი შევიდა

გადარჩენილთა ყოფის მუდმივი სევდა იმ ნიშნებთან ერთად ცხოვრების გაგრძელებაა, რომელსაც ვერსად ემალებიან. სოფელ ანდრეევკაში, ისე როგორც უკრაინის სხვა არაერთ დასახლებაში, არ არსებობს სივრცე, სადაც გაიხედავ და ანაბეჭდებივით დატოვებულ ნატყვიარებს ვერ დაინახავ - ყველა მათგანს თავისი ავტორი ჰყავს, წამების შესახებ კი ნანგრევებში დაყრილი ნივთებთან ერთად, ადამიანების სხეულზე დატოვებული ნაიარევები მიუთითებს.

დღეს "კურიერი" კიევის ოლქში შევიდა. კვალის დაფარვა იქ ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველა კადრი ძალადობას აღბეჭდავს. სიკვდილი, უკრაინელებისთვის უკვე თითქმის ორი თვეა ნიშნავს, რომ სიცოცხლის ბოლო კადრი იარაღიანი რუსი ჯარისკაცია, ბოლო ხმა ბომბის აფეთქება ან სროლა, უკანასკნელი შეგრძნება კი შიში.

დღის ამბები