ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, "შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში, პორტუგალიის "ლუზიტანუში" დაამარცხა და ისტორიაში პირველად პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.
ლისაბონში გამართული ფინალი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 17-14 დაამარცხა. "შავი ლომი" სრული შემადგენლობით სამშობლოში დღეს დაბრუნდა.