15 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი მზად არის კლინიკა "ვივამედში" გადავიდეს, თუმცა არა დღეს - კობა ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილი მზად არის ვივა მედში გადავიდეს, თუმცა არა დღეს.

ხელისუფლების შეთავაზებაზე ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია მედიას კობა ნაყოფიამ გააცნო და განაცხადა, რომ სააკაშვილი მზად არის კლინიკა "ვივა მედში" გადასაყვანად.

ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანა არა მკურნალობის, არამედ გამოკვლევის მიზნით შესთავაზეს.

ამაზეც არ არის ექსპრეზიდენტის პოზიცია უარყოფითი, თუმცა ის დღეს ოჯახის წევრებს ხვდება, რის გამოც "ვივა მედში" გადაყვანაზე უშუალოდ დღეისთვის უარი განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ვივა მედში გადავიდეს, თუმცა არა დღეს," - აცხადებს ნაყოფია. 

დღის ამბები