15 ნოემბერი 2026,   20:40
ვრცლად
პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა.

ნათლობის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში, შიო მესამემ ნათლულები დალოცა.

 

დღის ამბები