15 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ სენატორების მოთხოვნას, ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციაში უპასუხეს

ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, სენატორების მოთხოვნას დღესვე უპასუხეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრა კონგრესზეა დამოკიდებული, კანონს და ფაქტს კი სახელმწიფო დეპარტამენტი შეისწავლის.

"კრიტერიუმებს, რომლებიც ადგენენ, განისაზღვრება თუ არა სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია კონგრესზე. ჩვენ გვეხება, ყურადღებით შევისწავლოთ კანონი და ფაქტები, თუ რას აკეთებს რუსეთი, იქნება ეს უკრაინაში თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რათა განვსაზღვროთ, ფაქტების შესაბამისობა კანონში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან",  - განაცხადა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი. ეს ქვეყნებია კუბა, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ირანი. ამერიკის კონგრესს ამ სიაში რუსეთის შეყვანა უკრაინამ სთხოვა, რასაც სენატორთა გავლენიანი ჯგუფის თანხმობა მალევე მოჰყვა. სენატორებს სურთ, რეზოლუციას კენჭი უკრაინის დახმარების 40 მილიარდიანი პაკეტის მიღებასთან ერთად უყარონ. ეს დახმარება ქვედა პალატამ 368 ხმით დღეს უკვე დაამტკიცა.

დღის ამბები