01 მაისი 2024,   16:13
ვრცლად
"წინასწარ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ განვსაზღვრავთ ვიზიტების რაოდენობას" - ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც თავად ბრალდებული სააკაშვილი არ ესწრებოდა, განცხადება ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა გააკეთა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვიზიტების წინასწარ ვერ იქნება განსაზღვრული.

"ჩვენ წინასწარ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ განვსაზღვრავთ ვიზიტების რაოდენობას, პენიტენციურ სამსახურში იქნება ეს თუ მეათე დაწესებულებაში. ვინაიდან ექსპერტთა ჯგუფი არის 7 ექსპერტის შემადგენლობით, რა თქმა უნდა მიზანშეწონილი არ არის რომ ერთ ვიზიტზე ამოიწუროს შვიდივე 7-ვე ექსპერტის შესვლა და ეს პანდემიიდან გამომდინარეც არ არის მიზანშეწონილი, შესაბამისად, ალბათ გაგრძელდება 10 ვიზიტი მინიმუმ." - თქვა ჯიშკარიანმა.

დღის ამბები