გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
პაციენტები, მკურნალობის ხელმისაწვდომობას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ - მათ მინისტრის სახელზე წერილი დატოვეს.
აქციის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ პაციენტებთან შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა.