მოსკოვი ისევ იმუქრება.
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ და ნატოს წვრთნების ჩატარებამ რუსეთის საზღვრებთან შეიძლება გამოიწვიოს ღია კონფლიქტი ალიანსსა და რუსეთს შორის, რაც, თავის მხრივ, ზრდის ბირთვული ომის რისკს - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"დასავლური "მოლაპარაკე თავები" აგრძელებენ გულწრფელი ცინიზმით ლაპარაკს რუსეთთან ნატოს ომზე. ისინი მთელი ძალით ცდილობენ დღის წესრიგში შეიყვანონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით აშინებს. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავისა და სხვების მოტყუება და იფიქროს თავისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე. ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი" - განაცხადა მედვედევმა.