28 აგვისტო 2026,   04:53
ვრცლად
"რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში, ყველასთვის თვალსაჩინოა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე თვალსაჩინოა ყველასთვის, მსოფლიოში, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ომის სამოცდამეთვრამეტე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ მარცხის აღიარების სიმამაცე მხოლოდ რუსეთს არ ყოფნის. ისინი ცდილობენ, სიმართლე დამალონ სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით. ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ ბრძოლა, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს ამოცანებს ამ ომში, - ამბობს უკრაინის მთავარსარდალი.

"24 თებერვლიდან დაწყებული, რუსმა ჯარებმა 570 სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს, სრულად განადგურდა 101 საავადმყოფო სრულად - ეს ბარბაროსობაა. ეს არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს თვითგანადგურება. მათ დარტყმა მიაყენეს ჩერნიგოვის რეგიონს, სკოლებს. რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის, მაგრამ რისი მიღწევა შეიძლება უკრაინული სკოლების განადგურებით? ყველა რუსი მეთაური, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს, უბრალოდ განუკურნებლად ავად არის. ყველა საავადმყოფოს, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს, ყველა სკოლას, ყველა უნივერსიტეტს, რომელიც დაბომბეს, ჩვენ ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ.

ოკუპანტებმა დღეს პოლტავას რაიონში, კრემენჩუკს დაარტყეს. ისევ ქარხანას, რომ ხალხს საწვავი არ ჰქონდეს. იერიში მიიტანეს ზაპორიჟიეს რეგიონში, დონბასის ქალაქებსა და სოფლებში.

რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა, მათთვისაც კი, ვინც კვლავ განაგრძობს მათთან კომუნიკაციას. რუსეთს ჯერ არ ყოფნის სიმამაცე, რომ ეს აღიაროს. ისინი მხდალები არიან, ცდილობენ, სიმართლე სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმების მიღმა დამალონ",  - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები