20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"არ ვიცი რა კვლევები ჩაუტარდა თუ არა და რა მოხდა საერთოდ" - სააკაშვილის პირადი ექიმი მასთან შესვლის ნებართვას ელოდება

მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი პირადი ექიმი მოინახულებს. ნიკოლოზ ყიფშიძე "ვივამედში" უკვე იმყოფებოდა, ის ახლა ნებართვას ელოდება. დღის მეორე ნახევარში, კლინიკაში მისვლას სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე აპირებენ. "ვივამედთან" ვითარება უცვლელია, ტერიტორია ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ექსპრეზიდენტს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები.

სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მან არ იცის რა კვლევები ჩაუტარდა სააკაშვილს და საერთოდ ჩაუტარდა თუ არა.

"შევაღწიე როგორც იქნა რეგისტრატურაში და გვითხრეს რომ დაელოდეთო და ველოდები. 4 თვის წინ დეკემბერში თუ გახსოვთ, გორში გითხარით, რომ საჭიროა გადაყვანა რაც შეიძლება ჩქარა. გავიდა 4 თვე და არაფერი არ ხდება. მე არ ვიცი რა კვლევები ჩაუტარდა, ჩაუტარდა თუ არა და რა მოხდა საერთოდ არაფერი არ ვიცი," - ამბობს ყიფშიძე.

ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგის, ოთარ თოიძის თქმით, სპექტრი გამოკვლევებისა, რომელმაც მრავალ კითხვას უნდა უპასუხოს, არის ძალიან მრავალფეროვანი.

"ელექტრონეირომიოგრაფია, რომელიც ბოლოს და ერთადერთხელ იყო გაკეთებული , ცუდი მახასიათებლები ჰქონდა და პოლინეიროპათიას მიანიშნებდა. ახლა გასამეორებელია, სანახავია, პროცესი რამდენადაა წინ წასული, ვინაიდან ვიზუალურად რაც ჩვენ დავინახეთ სასამართლო პროცესებზე და რასაც ყვებიან მისი მნახველები, პროცესი უნდა იყოს წინ წასული და საჭიროა მისი დაზიანების დონის  დადგენა. სპექტრი გამოკვლევებისა, რომელმაც პასუხი უნდა გაგვცეს მრავალ კითხვაზე არის ძალიან მრავალფეროვანი," - თქვა თოიძემ.

"ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს რომ მათთვის ყველა პაციენტი მნიშვნელოვანია და ყველაფერი კეთდება ნებისმიერი პაციენტისთვის.

დღის ამბები