საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში დღეს, დიდი ალბათობით, ბრალდებულის გარეშე გაგრძელდება. დაცვის მხარე წინა სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის შესახებ მოსამართლის პასუხს ელოდება - საუბარია პენიტენციური დაწესებულების წერილის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მიხეილ საააკაშვილის პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის გარდა, უკანონო ქმედებას, საქმესთან კავშირში მყოფ კიდევ 4 პირს ედავებიან.