ბათუმში "მთავარი არხის" და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა - ევროპის მოედანზე ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
აქციაზე შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ "მთავარ არხს" და აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლაა. მათ უკანონოდ მიაჩნიათ მოსამართლის გადაწყვეტილება.