რა ვითარებაა მარიუპოლში? -"კურიერმა" დონეცკის ოლქის გუბერნატორს ესაუბრა. პავლო კირილენკო ქალაქის მცველების გადარჩენის ოპერაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი სამხედროების უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.
"53 უკრაინელი სამხედრო როდუქტები იყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მებრძოლები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანოთ. როგორც კი ეს მოხდება, შეგატყობინებთ. მაღალი დონის მოლაპარაკებებია, სახელმწიფოებს შორის. მე როგორც ოლქის ხელმძღვანელი, ჩართული ვარ პროცესში. პროცედურა და მოლაპარაკება მათ გაცვლაზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მაქსიმალურს არ იშურებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობა. ყველასთვის აუცილებელია საერთო მიზნის მიღწევა, ერთობლივი ძალისხმევით.
რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს, ფაქტია რომ ჰუმანიტარული კორიდორები ვერ შედგა. ასიათასამდე ადამიანი მარიუპოლშია. ეს დაახლოებითი ციფრებია ჩვენი გამოთვლებით. მარიუპოლში უამრავი ადამიანი დაიღუპა. რა ხდება სასაფლაოებზე ხედავთ, ეს დანაშაული კაცობრიობის წინააღდეგ, რომელზეც რუსეთი პასუხს აუცილებლად აგებს", - განაცხადა პავლო კირილენკომ.
ამასთან, ოფიციალური კიევი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახერხოს "აზოვსტალის" განბლოკვა, ვინაიდან ეს ქარხანაში ჩარჩენილი ჯარისკაცების დახსნის ერთდერთი გზაა.
"მთავარ თემად, მარიუპოლის დამცველების გადარჩენის საკითხს განვიხილავთ. განვაცხადეთ, რომ იქნებოდა ერთობლივი ოპერაცია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ თავდაცვითი სტრუქტურები, როგორიცაა სადაზვერვო, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვრის კონტროლის უწყებები, ამ სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ერთობლივი ოპერაცია და გუშინ პირველი ეტაპი ჩატარდა, როდესაც 53 დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია მოვახერხეთ. ასევე 211 ადამიანისაც, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ეს ოპერაცია გაგრძელდება, სანამ ეს ხალხი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავა. ვმუშაობთ "აზოვსტალში" ჩარჩენილი ჯარისკაცებისთვის, რომ მოვახერხოთ განბლოკვა, რადგან სხვა გზით შეუძლებელია მათი იქიდან გამოყვანა", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარიმ.