09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
მოსკოვსა და პარიზს მისტრალებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ

მოსკოვსა და პარიზს მისტრალებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, – განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

ფრანსუა ოლანდმა უარყო ვლადიმერ პუტინის თანაშემწის განცხადება, თითქოს მხარეებმა კომპენსაციის თანხა შეათანხმეს.

ვლადიმერ კოჟინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და პარიზი უახლოეს დღეებში ხელს მოაწერენ დოკუმენტს კონტრაქტის გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც უკვე გასაჯაროვდება ის თანხა, რომელიც პარიზმა მოსკოვს რუსეთისთვის აგებული მისტრალების მიწოდებაზე უარის გამო უნდა გადაუხადოს.

ფრანსუა ოლანდი კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, დისკუსია ამ თემაზე ჯერ კიდევ გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ კი განცხადებას რამდენიმე კვირაში გააკეთებს.

 

 
დღის ამბები