09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ავიაკატასტროფას ინგლისში - შემთხვევას ბინ ლადენის ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ

ავიაკატასტროფას ინგლისში ბინ ლადენის ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ.

ჰემპშირის საგრაფოში დაშვებისას მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ალ–ქაიდას ლიდერის ოჯახს ეკუთვნოდა.

კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. ერთი გარდაცვლილი პილოტია, დანარჩენების ვინაობა კი არ ხმაურდება.

მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის უსამა ბინ ლადენის გერი და დედინაცვალი არიან.

გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა.

 

 
დღის ამბები