09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებულ ბოინგს, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში მიაგნეს

ინდოეთის ოკეანეში ნაპოვნი ბოინგის ფრაგმენტი პარიზში ჩაიტანეს.

ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის ფრთის ნაწილი ერთი წლის წინ, მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებულ ლაინერს ეკუთვნის.

პარიზიდან დღეს ფრაგმენტს ტულუზაში, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში გადააგზავნიან. ექსპერტიზის პროცესი კი რამდენიმე დღეში დაიწყება.

თვითმფრინავის ორმეტრიანი ნაწილი რამდენიმე დღის წინ ფრანგული კუნძულის, რეიუნიონის, სანაპიროსთან იპოვეს.

თავად კუნძულზე ამ დროისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვებია დაწესებული. მიზეზი ვულკანის ამოფრქვევა გახდა.

 

 

 
დღის ამბები