09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
აშშ-ში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელმაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვაშინგტონში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელმაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა.

სპეცრაზმელებმა ის იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო აგებულ დამატებით ბარიერზე გადაძვრა და მთავარ ღობეს მოეჭიდა.

გავრცელებული ცნობით, ქალი ტურისტებს შორის იმყოფებოდა, რომლებიც თეთრი სახლის ფონზე ფოტოებს იღებდნენ.

ინციდენტის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განგაში გამოცხადდა და შენობაში მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

 
დღის ამბები