02 ივლისი 2022,   18:43
ვრცლად
პირველი რუსი სამხედრო, ვისაც ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ - ვადიმ შიშიმარინმა შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

პირველი რუსი სამხედრო, ვისაც უკრაინაში ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ - ვადიმ შიშიმარინის მორიგი სხდომა გაიმართა. მან სუმის ოლქში შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა. შესაბამის ინფორმაციას "ბიბისი" საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრება.

დღევანდელი პროცესი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ რუსი სამხედროს პირველი სასამართლო სხდომაა.

სამხედრო მოსამსახურეს უიარაღო ველოსიპედისტის დახვრეტაში სდებენ ბრალს "ომის კანონებსა და წესების დარღვევის" მუხლით. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

შიშიმარინი წარმოშობით ირკუტსკიდან არის, მსახურობდა მოსკოვის ოლქის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიაში დანაყოფის მეთაურად.

დღის ამბები