20 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
უკრაინას დათმობებზე წასვლას, მაკრონის გარდა, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ, ჩვენ ამაზე გაცნობიერებულად არ წავალთ - პოდოლიაკი

უკრაინას დათმობებზე წასვლას, მაკრონის გარდა, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა განაცხადა. მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს და ნებისმიერი დათმობა უკრაინის მიმართ დამატებით პრეტენზიებს გამოიწვევს. მისი თქმით, ევროპა "უფრო კორექტულად" უნდა მიუდგეს იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.

"ზოგადად, არა მარტო ბატონი მაკრონის, არამედ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ზოგიერთი ადამიანის განცხადებები დათმობაზე წასვლის შესახებ ცოტა უცნაურია. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს. მეორეც, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს მინსკი-3-ს, შესაბამისად, გაჭიანურებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამაზე გაცნობიერებულად არ წავალთ.

ჩემთვის, ომის 83-ე დღეს სრულიად გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ევროპაში ასეთი აზრები. სავარაუდოდ, მათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთთან ბიზნესის წარმოების მათთვის ჩვეულ წესებს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ იქნება, რადგან დაფიქსირებულია რუსეთის სამხედრო დანაშაულები დიდი მასშტაბით," - ამბობს პოდოლიაკი.

დღის ამბები