20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
კლინიკა "ვივამედთან" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კლინიკა "ვივამედთან" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.

ასევე, აქციის მონაწილეები მიმართავენ ექიმებს, რომ დროულად გაასაჯაროონ სამედიცინო დასკვნა.

"ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება "ვივამედში", თუმცა ჯერ არ ვიცით რა მდგომარეობაა ჯანმრთელობის, ზუსტად რას აპირებენ პაციენტთან მიმართებაში და ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე, და არა მარტო ჩვენ, ვითხოვთ მის ტრანსფერს პოლონეთში. პოლონეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ითხოვს ამას, ევროპარლამენტარებიც იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები