09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ხანძარი ავსტრალიაში - ცეცხლის ჩაქრობას ავიაცია ცდილობს

ავსტრალიაში ტყეები იწვის. ცეცხლი ახალი სამხრეთ უელსის შტატში, მთიან რეგიონში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ხანძარი დასალებებსაც ემუქრება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს.

სტიქიის ზონაში 100-კაციანი სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა მობილიზებული.

მაშველების განცხადებით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი ჩაქრობა დროულად მოხერხდება.

 

 

 
დღის ამბები