ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გვიან ღამით გვირაბში ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შეჯახების შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და 2 ადამიანი დაიწვა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.