09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებას მეოთხე ვადითაც აპირებს

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებას მეოთხე ვადითაც აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

შპიგელის ჟურნალისტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია ანგელა მერკელს კანცლერის პოსტზე კანდიდატად წარადგენს.

თუ ქრისტიან დემოკრატებს ხმების უმრავლესობა ექნებათ ბუნდესტაგში, პარლამენტი მის კანდიდატურას მარტივად დაამტკიცებს.

გერმანიის კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანცლერს ბუნდესტაგი ირჩევს.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.

 
დღის ამბები