20 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
ფულის გამოძალვა, დასახიჩრება, მუქარა - ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მიმართვისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის, 9 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მიმართვისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის, სასამართლომ 9 პირი წინასწარ, ორთვიანი პატიმრობაში დატოვა. საუბარია კრიმინალებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ, ასახიჩრებდნენ და ემუქრებოდნენ. კიდევ 7 პირს, ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, მათგან სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. სწორედ ისინი ავალებდნენ უცხოეთიდან დამნაშავეებს, რომ კონკრეტული დავები ფულის სანაცვლოდ გადაეწყვიტათ. ამ დრომდე, ბრალდებულთა ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გენადი ალხანიშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეცადა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ იმას, რასაც გამოძიება ედავება, ტყუილია. ე.წ "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს უარყოფს. 

სასამართლოზე, სიტყვის უფლებით არ უსარგებლია "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ბრალდებით დაკავებულ ჯუანშერ სიჭინავას. მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა წარდგენილ ბრალდებას, დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. 

ჯუანშერ სიჭინავასა და გენადი ალხანიშვილის გარდა, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, მიმართვისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალი კიდევ 4 პირს წარედგინა, თუმცა დაუსწრებლად. გამოძიების ინფორმაციით, ისინი.ე. წ ყურის მოჭრის ეპიზოდში ფიგურირებენ, გამოძიების ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრების ზეწოლით, დაზარალებული იძულებული გახდა, ყური საკუთარი ხელით მოეჭრა და შეეჭამა. "კურიერის" ინფორმაციით, ამ მძიმე დანაშაულში ე.წ კანონიერი ქურდი, თემურ გვასალია, იგივე თემო სოხუმსკი და კრიმინალური ავტორიტეტი მანუჩარ გერენავა მონაწილეობდნენ. ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის დასამტკიცებლად, საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

ექვსივე დაკავებულის მიმართ მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა, აღკვეთ ღოსიძინებად წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა გამოიყენა.

სამართალდამცველებმა, "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ბრალდებით, სხვადასხვა ქალაქში, კიდევ შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის ორი ქალია. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ფინანსური დავის გადასაწყვეტად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ე.წ კანონიერ ქურდებს დაუკავშირდნენ. მათი სავარაუდო მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშიც ისმის. მოსამართლემ, მათ მიმართაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები