16 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი წევრი უდანაშაულოდ ცნეს - დაზარალებული მხარე განაჩენს ასაჩივრებს

თამთა თოდაძე საკრებულოს ყოფილი წევრის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს. დაზარალებული არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

ჯიშკარიანს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება 2019 წლის 30 სექტემბერს წარედგინა.

დღის ამბები