25 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
"უკრაინის ხელისუფლება უკან დახევას და ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს" - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის ხელისუფლება უკან დახევას და ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს, - ამის შესახებ ვრცლად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა. მას რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, რატომაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირების პირობებში ზავი დაუშვებელია. მათ შორის ის რომ პაუზას რუსეთი მხოლოდ ხელახალი შეტევებისთვის ძალის მოსაკრებად გამოიყენებს.

"დასავლეთის მოწოდებები ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ ძალიან უცნაურია. ზავი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ. კიევი არ დათანხმდება მოსკოვისთვის არცერთი ტერიტორიის დათმობას. კიევის პოზიცია უკომპრომისოა, რადგან ზოგადად დათმობებს მძიმე შედეგები მოჰყვება.

ამის შედეგად რუსეთი შეძლებს ისარგებლოს საომარი მოქმედებების შეწყვეტით და უკეთ მოემზადება უკრაინაზე ხელახალი დარტყმისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანსა და მასშტაბურს." - განაცხადა პოდოლიაკმა.

დღის ამბები