09 მაისი 2024,   03:32
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს

ომის 89-ე დღეა უკრაინაში - ოკუპანტებმა კრივი-რიჰის(კრივოი როგი) სამი დასახლება დაბომბეს. 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საჰაერო იერიშებს ჟიტომირში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები სხვადასხვა მიმართულებით იერიშზე გადავიდნენ სევეროდონეცკში, თუმცა უკრაინის ძალებმა მათი მოგერიება მოახერხეს. დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი.

7 მოქალაქე ემსხვერპლა დონბასში დაბომბვებს.

მარიუპოლში რუსეთის ძალებმა ქალაქში შესვლისა და გასვლისთვის მანქანის საშვების მოთხოვნა დაიწყეს. ქალაქის მერის მრჩეველი წერს, რომ მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებული უკრაინელების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

უკრაინის პარლამენტმა კი მხარი დაუჭირა Z და V სიმბოლოების გამოყენებას აკრძალვას, თუმცა მათი საგანმანათლებლო ან ისტორიული მიზნებისთვის გამოყენება დასაშვები იქნება.

დღის ამბები