29 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
39 წლის კაცი, რომელმაც ცოლი ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა, დღეს სასამართლოში წარდგება

39 წლის როინ მებონია, რომელსაც მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. მოსამართლემ დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს.

დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მოსამართლე მებონიას წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს.

დაცვის მხარე ამბობს, რომ მებონიას არ ახსოვს მომხდარი და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

"ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რომელსაც, ფაქტობრივად, არ შევეწინააღმდეგებით, - ამბობს ადვოკატი სულხან კომახიძე. 

დაკავებულმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილებისა და არაერთი მოწმის თვალწინ 31 წლის მეუღლეს ყელი პირდაპირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს.

მებონიას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები