მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ცუდად გრძნობს თავს, უჭირს გადაადგილება და აქვს წოლითი რეჟიმი.
უფლებადამცველის აზრით, მესამე პრეზიდენტი ამ მდგომარეობის პირობებში ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, რაც შეეხება ანალიზის პასუხების გასაჯაროებას, ადვოკატები ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
"მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილი აქ არის [კლინიკა "ვივამედში"], ჩემი შეფასებით პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ველოდებით ექსპერტების დაშვებას, იმიტომ რომ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო კუთხით და შეაფასონ, მკურნალობა რამდენად არის ეფექტური.
არის ძალიან სუსტად, მისი თქმით, მან დაკარგა წონა, კვლავაც ვერ იღებს საკვებს და იღებს მხოლოდ და მხოლოდ სითხეებს,"-აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.