წალენჯიხაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 300 წალენჯიხელი ისწავლის.
სკოლა წალენჯიხის "მეგობართა საზოგადოების" მხარდაჭერით გაიხსნა, შეკრებილებს კი სიტყვით მამუკა ხაზარაძემ და წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მიმართეს. მათ წალენჯიხაში სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, წიგნების ფესტივალი დააანონსეს.