09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
მოლდოვის ახალი პრემიერ–მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ინიციატივით გამოდის

მოლდოვის ახალი პრემიერ–მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ინიციატივით გამოდის.

ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვალერი სტრელეცმა განაცხადა, რომ რუსეთი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა ამ ეტაპზე ორი ქვეყნის ურთიერთობას არ შეიძლება ეწოდოს სტრატეგიული. პრემიერი მიიჩნევს, რომ მხარეებმა არსებული ბარიერი მოლაპარაკების გზით უნდა გადალახონ და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა აღადგინონ. სტრელეცი მოლდოვის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანის მომხრეცაა, რადგან, მისი შეფასებით, ეს ნეიტრალიტეტის სტატუსს, მოლდოვის კონსტიტუციასა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

მოლდოვის ახალი მინისტრთა კაბინეტი, ვალერი სტრელეცის ხელმძღვანელობით, პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

 
დღის ამბები