22 დეკემბერი 2024,   12:34
ვრცლად
"უბრალოდ არასწორია, როცა 18 წლის ბავშვს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა შეუძლია" - ჯო ბაიდენი ტეხასის სკოლაში მომხდარ ტრაგედიაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტეხასის შტატში, სკოლაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უბრალოდ არასწორია, როცა 18 წლის ბავშვს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა შეუძლია.

"როცა პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა - მორიგი ხოცვა-ჟლეტა. უვალდე, ტეხასი. დაწყებითი სკოლა. ლამაზი, უდანაშაულო მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები. ათობით პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრე გახდა და მათი მეგობრების სიკვდილი ნახა, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს. რატომ ვართ თანახმა ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როგორ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს? უბრალოდ არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა. დროა ვიმოქმედოთ და არავინ მითხრას, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია," - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები