25 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესაძლოა დღეს გაიმართოს  

საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით ყოფილი პრეზიდენტი ვერც ამჯერად დაესწრება. არ არის გამორიცხული, გუშინდელი პროცესის მსგავსად, სხდომა ამჯერადაც გადაიდოს.

დღესვე ელოდებიან ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას - მიეცემათ თუ არა კონკრეტულ სამედიცინო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება. 

"პროცესი შეეხება საზღვრის კვეთის საქმეს, ამჟამად მე ვფიქრობ, წინა პროცესების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი კვლავაც სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს ექსპერტების დაშვების შუამდგომლობის საკითხი, რომელიც დაყენებული იყო წინა სხდომაზე, სადაც მოსამართლემ თქვა, რომ ის ელოდებოდა პასუხს პენიტენციური სამსახურიდან. თუ ეს პასუხი მიღებულია, დიდი ალბათობით უნდა მოვისმინოთ ამ შუამდგომლობაზე პასუხი,“ - აცხადებს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

 

 

დღის ამბები