09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
თურქეთში სირიის საზღვართან აფეთქება მოხდა - დაღუპულია 2 სამხედრო

2 სამხედრო დაიღუპა, ოცზე მეტი კი დაშავდა აფეთქების შედეგად თურქეთში. თავდასხმა ირანის საზღვრის მახლობლად, აგრის პროვინციაში მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა პოლიციის შენობასთან ქურთმა თვითმკვლელმა მებრძოლმა ააფეთქა.

თურქეთი ქურთი სეპარატისტების პოზიციებს ერაყის ჩრდილოეთით უკვე კვირაზე მეტია ბომბავს, რასაც თურქეთის ქურთი მოსახლეობა აპროტესტებს.

ისინი დიარბაქირში გამართული საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

 

 

 

 
დღის ამბები