09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ბრიტანეთში ავიაშოუს დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფა დიდი ბრიტანეთში. შემთხვევა ავიაშოუს დროს მოხდა.

პილოტმა ერთ–ერთი მანევრის შესრულების დროს მართვა დაკარგა, თუმცა შეძლო, რომ მოიერიშე თვითმფრინავი მაყურებლისთვის აეცილებინა.

თვითმფრინავი ავიაშოუს ადგილიდან კილომეტრნახევრის დაშორებით ჩამოვარდა.

პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 

 

 
დღის ამბები