20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ქმარს გამოკეტილი ჰყავდა, ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია" - "საფარის" იურისტი პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის ქართველი ქალი, სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც ორგანიზაცია "საფარის" იურისტი თამარ ლუკავა ამბობს, ახალგაზრდა ქალი ქმარს სახლში ჰყავდა გამოკეტილი და მას ყოველგვარ კომუნიკაციას უკრძალავდა. ლუკავა ერთ-ერთი ბოლო იყო, ვისაც ძალადობის მსხვერპლი ქალი საქართველოში დაუკავშირდა და შველა სთხოვა.

"ქმარს გამოკეტილი ჰყავდა, ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია. მან სხვა პლანშეტით მოახერხა ჩემთან დაკავშირება და ითხოვდა შველას. სამჯერ მოვახერხეთ, რომ აქედან ჩაგვერთო პოლიცია. ქმარი კვირას დააკავეს. ეს თავად მომწერა. მას შემდეგ კონტაქტი გაწყდა და ორი დღე კავშირზე აღარ გამოსულა. როგორც ჩანს, ქმარი გაათავისუფლეს და მან მაინც მოახერხა მკვლელობა," - გვითხრა ორგანიზაცია "საფარის" იურისტმა თამარ ლუკავამ.

დღის ამბები