09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
The Wall Street Journal - "საქართველომ რუსეთთან კონფლიქტი შეამსუბუქა"

"საქართველომ რუსეთთან კონფლიქტი შეამსუბუქა," –  ამ სათაურით ვრცელ სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს. ავტორი ფილიპ შიშკინი საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლების ცვლილებებზე წერს და ამბობს, რომ "ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ევროპაში ახალი ცივი ომი იკრებს ძალებს."

სტატიაში საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებითაცაა საუბარი და ზურაბ აბაშიძის განცხადებაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ "საქართველოს ნატო-ს წევრობა არც დღევანდელი და არც ხვალინდელი დღის საკითხი არის."

"რა საჭიროა ხალხისთვის ილუზიის შექმნა? ჩვენ არ ვართ დაცულები და ეს არის ამ რთული რეგიონის რეალობა"– აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საქართველოს გაცხადებული ამბიციაა, თუმცა აბაშიძის შეფასებით, "ამ დღემდე ქვეყნის განადგურების გარეშე უნდა მივიდეთ."

სტატიის ავტორი წერს, რომ წლების განმავლობაში ძნელი წარმოსადგენი იყო საქართველოზე უფრო პრო–დასავლური ქვეყანა, 2012 წლის შემდეგ კი ახალი ხელისუფლება კრემლის საწინააღმდეგო მკვეთრ რიტორიკას თავს არიდებს.

 

 

 

 
დღის ამბები