28 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
ხარკოვში, დაბომბვებს 5 თვის ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა - ომის 93-ე დღე უკრაინაში

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 93-ე დღეა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე - დაბომბვებს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის დაღუპულია 5 თვის ჩვილი, დაშავდა 19 ადამიანი.

5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსი სამხედროების იერიშებს დონეცკში, 
მსხვერპლია ლისიჩანსკშიც.

ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მიმდებარედ, ოკუპანტები ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა დონბასში, რუსების 12 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი კი, ქალაქ ლიმანის სავარაუდო დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დღის ამბები